Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მასალების მიღება ჟურნალ "ლოგოსში" - ვადის გახანგრძლივება

2024 წლის 15 იანვრის ჩათვლით ცხადდება მასალების მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი ბეჭდური და ელექტრონული

სამეცნიერო ჟურნალისათვის

 

 „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“.

 

ჟურნალის მეათე ნომერი გამოქვეყნდება 2024 წლის ივნისში

 

სტატიების გარდა ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება რეცენზიები და თარგმანები. რუბრიკაში „VARIA“ იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაცია.

„ლოგოსის“ საიტი იყენებს ღია ჟურნალის სისტემას (Open Journal System) და მისი ყველა ნომერი 2022 წლიდან  ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ.

სტატიას (ავტორის სურვილისამებრ) შესაძლებელია მიენიჭოს ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი - DOI.

სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია მეილზე - logos@tsu.ge

 

სტატიის გაფორმების წესებთან დაკავშირებით და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ფაილებს.